სიახლენი
16 იანვარს 13:00 სთ-ზე ხელოვნების მუზეუმის წინ მდებარე
სამლოცველოდან სალიტანიო ანჩისხატით მოხდება ლოცვითი სვლა
მთაწმინდაზე - წმ. ექვთიმე ღვთისკაცის საფლავზე,
სადაც ჩატარდება პარაკლისი ქართული განძის
ჯეროვანი დაცვისა და ერის კეთილდღეობისათვის.
![]()
2014 წ. 16 დეკემბერს 19:00 კინოთეატრ ”რუსთაველში” შედგება დოკუმენტური ფილმის ”დაბრუნდებიან...” პრემიერა. ფილმი ეძღვნება ქართველ ემიგრანტებს. რეჟისორი: ზაზა ნანობაშვილი ![]() ![]()
პრესრელიზი
მიიღეთ მონაწილეობა! გაეცანით და სხვებსაც გააცანით! 28 აგვისტო - ანჩისხატის გზა ივერონიდან თბილისამდე - 2014 სალიტანიო ანჩისხატი ათონის მთიდან - ტაო-კლარჯეთის (ანჩის) გავლით მარიამობას შემობრძანდება თბილისში. 28 აგვისტოს 14:00 სთ-ზე რუსთაველის ძეგლთან ხატს შეეგებება სხვადასხვა ტაძრის მრევლი და ლოცვითი სვლით წააბრძანებენ მუზეუმის წინ არსებულ სამლოცველოში - მისი დედნის სიახლოვეს, სადაც სიწმიდეების წინაშე აღევლინება სავედრებელი პარაკლისი ჩვენი ერისა და ეკლესიის გაძლიერებისათვის. 2004 წლიდან ანჩისხატის გზა მეათედ აღევლინება... წელს ანჩისხატის გზა სიმბოლურად ათონის მთიდან - ივერონიდან დაიწყო, რამეთუ დღევანდელ მძიმე ჟამს ამ ორ უდიდეს სიწმიდეს განსაკუთრებულად ევედრება ქართველი ერი. ხატმა აგრეთვე ისტორიული კონსტანტინეპოლი და ტაო-კლარჯეთი (ანჩა) მოილოცა. ხატი თბილისში მარიამობას (ანჩისხატობის წინა დღით) შემობრძანდება. 29 აგვისტოს - ანჩისხატობაა! საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევითა და სასულიერო პირთა უშუალო მონაწილეობით სალიტანიო ანჩისხატის კანონიკური ასლი უკვე წლებია დაბრძანდება სრულიად საქართველოს და მის ფარგლებს გარეთ წმიდა ადგილების მოსალოცად _ საქადაგო მოწოდებით ,,სიწმიდეები გვიხმობენ". "ანჩისხატი, უდიდესი მადლი და უფლის ლოცვა-კურთხევაა. შევთხოვთ უფალს, რომ იგი იყოს ჩვენი მფარველი სრულქმნის ურთულეს გზაზე. ქართველმა ერმა სულიერად უნდა გაიაროს ის უდაბნო, რომელიც ისრაელმა ეგვიპტიდან აღთქმულ მიწამდე განვლო. თქვენ გახსოვთ, რამდენი განსაცდელი შეხვდა ისრაელს, მაგრამ მოსე წინასწარმეტყველი არ შეუშინდა დაბრკოლებებს და ებრაელი ერი აღთქმულ ქვეყანაში შეიყვანა. საქართველოში ყოველ ადამიანში უნდა მოხდეს სულიერი ფერისცვალება. მადლი და კურთხევა ხელთუქმნელი ხატისა ფარავდეს სრულიად საქართველოს და ჩვენს წმიდა ეკლესიას, ამინ." სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ![]() ![]() www.anchiskhati.ge ![]()
კვირას, 20 ივლისს 14:00 სთ-ზე ხელოვნების მუზეუმის წინ გაიმართება აქცია ანჩისხატისა და სიწმიდეების ეკლესიის წიაღში დაბრუნების თაობაზე; აგრეთვე ბოლო წლებში დაკარგული საგანძურისა და დღევანდელ სამუზეუმო სისტემაში არსებული სავალალო მდგომარეობის შესახებ. (ხელოვნების მუზეუმი მდებარეობს თავისუფლების მოედანზე, ყოფილ ცეკავშირთან და 20–ში კვირა დღეს მუშაობს.)
აქციის შემდეგ სალიტანიო ანჩისხატს ხელოვნების მუზეუმის წინ მდებარე სამლოცველოდან ლოცვითი სვლით წავაბრძანებთ წმიდა მამა გაბრიელის (ურგებაძის) მიერ აშენებულ ტაძარში (თეთრიწყაროს ქ. 11), სადაც ერის კეთილდღეობისათვის აღევლინება პარაკლისი.
შემოუერთდით – ერთად დავიცვათ ჩვენი საგანძური და ერთობით ვილოცოთ საქართველოს გადარჩენისათვის! ![]() მიიღეთ მონაწილეობა!
28 აგვისტოს - მარიამობას სალიტანიო ანჩისხატი იერუსალიმიდან ტაო-კლარჯეთის (ანჩის)
გავლით შემობრძანდება თბილისში რუსთაველის ძეგლთან, სადაც 14:00 სთ-ზე ხატს შეეგებება
სხვადასხვა ტაძრის მრევლი და ლოცვითი სვლით წააბრძანებენ მ უზეუმის წინ არსებულ
სამლოცველოში - მისი დედნის სიახლოვეს. იქ სიწმიდეების წინაშე აღევლინება სადღესასწაულო
ლოცვა ჩვენი ერის გაძლიერებისა და ქართული სიწმიდეების პატივყოფისთვის.
საქართველოს კთოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით და სასულიერო პირთა უშუალო მონაწილეობით სალიტანიო ანჩისხატის კანონიკური ასლი უკვე წლებია დაბრძანდება სრულიად საქართველოს და მის ფარგლებს გარეთ წმიდა ადგილების მოსალოცად – საქადაგო მოწოდებით ,,სიწმიდეები გვიხმობენ". 29 აგვისტოს მართლმადიდებლობა ხელითუქმნელი ანჩისხატის დღესასწაულს აღნიშნავს ![]()
კვირა, 21 აპრილი, 2013 წ.
21 აპრილს 15:00 სთ–ზე იუსტიციის სამინისტროსთან (გორგასლის 24 ა) სასულიერო პირებისა და მრევლის მონაწილეობით გაიმართება აქცია ელექტრონული საბუთების იძულებასთან დაკავშირებით – მოვითხოვოთ ალტერნატივა და დავიცვათ ჩვენი შელახული უფლებები! მსურველთათვის: 13:00 სთ–ზე ხელოვნების მუზეუმის წინ – სამლოცველოსთან (ყოფილ ცეკავშირთან) სხვადასხვა ტაძრიდან შეიკრიბებიან მოქალაქეები და მსვლელობით შეუერთდებიან იუსტიციის სამინისტროსთან აქციას. .:საქმით მივემსგავსოთ 100 000 მოწამეს და ნაყოფით ვიცნობოდეთ მათი შთამომავალნი:. ![]()
24 მარტი 2013 წ.
მართლმადიდებლობის ზეიმზე სალიტანიო ანჩისხატით მოხდება ლოცვითი სვლა წმიდა ბერი გაბრიელის (ურგებაძე) სახლში, მისივე აშენებულ ეკლესიაში. ![]() კვირას, 24 მარტს 14:00 სთ-ზე სალიტიანიო ანჩისხატი ხელოვნების მუზეუმის წინ არსებულ სამლოცველოდან (თავისუფლების მოედანი, ყოფილ ცეკავშირთან) ლოცვითი სვლით წაბრძანდება წმიდა ღირსი მამა გაბრიელ აღმსარებელ-სალოსის სახლში, მის მიერვე აშენებულ ეკლესიაში (ქ.ჩოლოყაშვილის ქუჩაზე-ყოფილი 5 დეკემბრის). სადაც ჩატარდება პარაკლისი ერის კეთილდღეობისათვის. საქართველოს კთოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით და სასულიერო პირთა უშუალო მონაწილეობით სალიტანიო ანჩისხატის კანონიკური ასლი უკვე წლებია დაბრძანდება სრულიად საქართველოს და მის ფარგლებს გარეთ წმიდა ადგილების მოსალოცად - საქადაგო მოწოდებით ,,სიწმიდეები გვიხმობენ" ანჩისხატისა და სიწმიდეების მომლოცველთა კრებულის ხელმძღვანელი: ზაზა ნანობაშვილი ტელ: 555 399923 ; 593 525388 www.anchiskhati.ge ტელ: 555 39 99 23; 558 59 34 50 მსვლელობა 100 000 მოწამეთა დღეს სამშაბათი, 13 ნოენბერი, 2012 წ. ![]() სამშაბათს, 13 ნოენბერს 15:00 სთ-ზე, 100 000 მოწამეთა დღეს, ხელოვნების მუზეუმის წინ არსებულ სამლოცველოსთან მოხდება მცირე ლოცვა სიწმიდეებისთვის ეკლესიური პატივის აღსადგენად, რის შემდეგაც სალიტანიო ანჩისხატი ლოცვითი მსვლელობით წაბრძანდება მეტეხის ხიდთან, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II 17:00 სთ-ზე ჩაატარებს პარაკლისს. მობრძანდით! ტელ: 555 39 99 23; 558 59 34 50 ![]() ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენცია პარასკევი, 5 ოქტომბერი 2012 წ.
ამ პასუხს წინ 12 წლიანი ერის ლოცვა უძღვის პატრიარქის თავკაცობით!!! მამა გაბრიელის ლოცვით ღმერთმა გააძლიეროს ჩვენი ეკლესია, მომავალი მთავრობა და სრულიად საქართველო ამ წმიდა საქმის ერთობით აღსასრულებლად!
www.anchiskhati.ge პრესრელიზი 29 აგვისტო - ანჩისხატობა 29 აგვისტოს ანჩისხატობას, ლოცვითი სვლა ანჩისხატის ტაძრიდან ხელოვნების მუზეუმამდე იერუსალიმიდან თბილისში ჩამობრძანებული სალიტანიო ანჩისხატი ლოცვითი სვლით მარიამობას ანჩისხატის ტაძარში დააბრძანეს, სადაც დეკანოზმა აკაკი (მეგრელიშვილმა) ამ ხატის პარაკლისი გადაიხადა. 29 აგვისტოს წირვის შემდეგ 11:30 სთ-ზე სალიტანიო ხატი ანჩისხატის ტაძრიდან ლოცვითი სვლით აბრძანდება ხელოვნების მუზეუმის წინ არსებულ სამლოცველოში - ანჩისხატის დედნის სიახლოვეს. საქართველოს კთოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით და სასულიერო პირთა უშუალო მონაწილეობით სალიტანიო ანჩისხატის კანონიკური ასლი უკვე წლებია დაბრძანდება სრულიად საქართველოს და მის ფარგლებს გარეთ წმიდა ადგილების მოსალოცად - საქადაგო მოწოდებით ,,სიწმიდეები გვიხმობენ". 29 აგვისტოს მართლმადიდებლობა ხელითუქმნელი ანჩისხატის დღესასწაულს აღნიშნავს. ანჩისხატის მომლოცველთა კრებული ტელ: 555 399 923; 558 593 450 ანჩისხატობაანჩისხატის ტაძრის წინამძღვრის მამა რევაზის (ტომარაძე) ქადაგება ![]()
სალიტანიო ანჩისხატი (26.08.2012)
წმინდა მიწიდან სალიტანიო ანჩისხატი საქართველოში ჩამოაბრძანეს. ანჩისხატის ასლმა ის წმინდა ადგილები მოილოცა, რომელიც ხელთუქმნელმა ხატმა თბილისში შემოსვლამდე ისტორიულად განვლო. ანჩისხატის ასლი დღეს ქობულეთის ამაღლების და ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესიებში იყო დაბრძანებული. გრძელდება სალიტანიო ანჩისხატით დედაქალაქზე ჯვრის სახით მოლოცვა![]() ![]()
2012 წლის 29 იანვრის დილას, ხელოვნების მუზეუმის წინ არსებულ სამლოცველოში, ანჩისხატის კარედის ასლს სურნელოვანი მირონი წამოუვიდა. საგულისხმოა, რომ ეს ასლი ანჩისხატის ტაძრისათვის შექმნილ სახატის პროექტზეა გამოსახული. მირონი დღითიდღე მატულობს...
(ხელოვნების მუზეუმი მდებარეობს თავისუფლების მოედანზე, ყოფილ ცეკავშირთან)
მოამბე 7/01/2012 - სალიტანიო ანჩისხატი კვირას, 20 ნოემბერს 14:00-ზე ხელოვნების მუზეუმის წინ არსებულ სამლოცველოსთან (ყოფილ ცეკავშირთან) შედგება შეკრება - მესტიის სიწმიდეების უსაფრთხოების და მართლმადიდებელთა შელახული უფლებების დასაცავად. მობრძანდით.13 ნოემბერი – ასიათას მოწამეთა დღეს – ხატთათაყვანისმცემელთათვის ![]()
კვირას, 13 ნოემბერს 12:30 სთ–ზე ხელოვნების მუზეუმის წინ არსებულ სამლოცველოდან სალიტანიო ანჩისხატს წავაბრძანებთ და შეუერთდებით მსვლელობას მეტეხის ხიდზე, სადაც მისი უწმიდესობა ილია II აღავლენს პარაკლისს ასიათას ხატთათვის თავდადებულთა სახელზე.
![]() კვირა, 28 აგვისტომრევლმა ანჩისხატით გზა იერუსალიმიდან თბილისამდე გაიარა. თაბორის მთის, იერუსალიმის წმიდა ადგილების, ტაო კლარჯეთის მოლოცვის შემდეგ ხატის კანონიკური ასლი თბილსში ჩამოაბრძანეს. სხვადასხვა ტაძრის მრევლმა ხატი ანჩისხატის საკათალიკოსო ტაძრის ირგვლივ შემოატარა და მისი დედნის სიახლოვეს დაასვენა. ანჩისხატის დედანთან პარაკლისის შემდეგ უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ კანონიკური ასლი მოილოცა და მრევლი დალოცა.პატრიარქი სალიტანიო ანჩისხატთან (12:00) 27/08/11 ანჩისხატის მარიამობა
მუზეუმში დატყვევებული სიწმიდეების წინაშე 2008 წლის 29 აგვისტოდან (ანჩისხატობიდან) მუდმივად მიმდინარეობს სადღეღამისო ლოცვა, ხოლო ყოველ ოთხშაბათს და კვირას საღამოს 7 სთ-ზე ერის კეთილდღეობისთვის სავედრებელი ლოცვა და გალობანი. აქ დაბრძანებულია სალიტანიო ანჩისხატი და მამა გაბრიელის საბერო სამოსი (მუზეუმი მდებარეობს თავისუფლების მოედანზე, ყოფ. ცეკავშირის წინ).
18 ივნისი, 2011 მედია-კავშირი ობიექტივი: ინტერვიუ ანჩისხატის მომლოცველთა კრებულის ხელმძღვანელთან ზაზა ნანობაშვილთან. 13 ივნისი, 2010 ინციდენტი ხელოვნების მუზეუმთან. ინტერვიუ ანჩისხატის მომლოცველთა კრებულის ხელმძღვანელთან ზაზა ნანობაშვილთან. 19 ივნისი, 2011 წ. ლოცვა – ელექტრონული მოწმობების იძულებისგან დასახსნელად
19 ივნისს, ყოველთა წმიდათას დღეს 13:00 საათზე ხელოვნების მუზეუმის წინ არსებულ სამლოცველოში (ცეკავშირთან), ანჩისხატისა და სიწმიდეების წინაშე ჩატარდება სავედრებელი ლოცვა ელექტრონულ მოწმობების იძულებასთან დაკავშირებით – ანტიმართლმადიდებლურ ძალებისაგან დასაცავად. ამ დღით თბილისის სხვადასხვა ტაძრის მრევლი მოიტანს თავიანთი მოძღვრების კურთხევით ამ თემაზე გაკეთებულ ხელმოწერებს, მოხდება მიმოხილვა ამ მეტად საპასუხისმგებლო საკითხების ირგვლივ. შემდეგ ჩატარდება ლოცვითი სვლა მამა გაბრიელის სახლში თავისსავე აშენებულ სამლოცველოში.
(თუ მართლმადიდებელთა სამართლიანი თხოვნა არ იქნება დაკმაყოფილებული ეს ხელმოწერები მთელს საქართველოს მოიცავს).
საკონტაქტო ტელ.: 555 39 99 23 |