აპოკრიფები "ავგაროზის ეპისტოლის" შესახებ
ავგაროზი
(სინური თარგმანი)
ებისტოლე ავგაროზ მთავრისაჲ, რომელი მიუწერა უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა
ესე ყოველი რაჲ მესმა შენთჳს, გონებასა ჩემსა დავიდევ ერთი ორთაგანი: ანუ თუ შენ ხარ ღმერთი, რომელი გარდამოჰჴედ და იქმ ამათ ესევითართა საკჳრველებათა, ანუ ძე ხარ ღმრთისაჲ, მოქმედი ამათ სასწაულთაჲ, ანუ წინასწარმეტყუელი დიდი.
აწ უკუე გევედრები, რაჲთა თავს-იდვა შრომაჲ და მოსლვაჲ ჩემდა მომართ და ვნებაჲ ესე, რომელ არს ჩემ თანა, განჰკურნო.
ხოლო მესმა, თუ ჰურიანი დრტჳნვენ და ჰნებავს მოკვლვაჲ შენი.
უკუე ჩემდა ქალაქი მცირე, რომელი ესე კმა გუეყოს
ორთავე - შენდა და ჩუენდა. და მშჳდობაჲ შენდა
ებისტოლე უფლისა ჩუენისაჲ იესუ ქრისტესი, რომელი მიუწერა ავგაროზ მთავარსა და მიუძღუანა ჴელითა ანანიაჲსითა | გელათის ოთხთავი |
ხოლო რომელ მოსლვისათვის ჩემისა მოგეწერა ჩემდა, ჯერ არს ძისა კაცისა მიცემად ჴელთა კაცთა ცოდვილთასა ჯუარცმად და მესამესა დღესა აღდგომად.
ხოლო ებისტოლე ესე ჩემი სადაცა იპოვოს-გინა თუ გზასა ზედა, გინა თუ ზღუასა შინა, ანუ თუ სამშჯავროსა შინა, გინა თუ ვისმე აჴურვებდეს, ანუ აძრწოლებდეს, ანუ მტერისაგან შეპყრობილ იყოს, ანუ მწამლველობისაგან, გინა სხჳსა რაჲსაგანმე სნეულებისა, ყოველივე დაიჴსნას.
ხოლო რომელსა ეტჳრთოს ებისტოლე ესე ჩემი, არს-მცა წმიდა და განყენებულ ყოვლისაგან საქმისა ბოროტისა, რამეთუ ყოველივე ჴელითა ჩემითა დაწერილ არს და დავბეჭდე ესე შჳდითა ბეჭდითა, რომელნიცა ქუჱმოწერილ არიან.
ესე არიან შჳდნი იგი ბეჭედნი:
თარგმანი თჳთოეულისა ბეჭდისაჲ:
ხოლო ფარი ფარვილ-ყოფასა საჲდუმლოთასა მოასწავებს, რამეთუ კაც იქმნა ჭეშმარიტებით განცხადებულად და არა ფარულად.
ხოლო ქანი ქერობინთა საყდართა განსუჱნებასა მისსა მოასწავებს.
ხოლო ენი იტყჳს: "ესე არს ღმერთი პირველი და სხუაჲ თჳნიერ მისსა არა ვინ არს ღმერთი."
ხოლო ინი მეტყუელებს, ვითარმედ იგი არს მეუფე მაღალი და ღმერთი ღმერთთაჲ.
ხოლო რაჲ იტყჳს, რამეთუ მჴსნელ ვეყავ მე ნათესავსა კაცთასა.
ხოლო დონი იტყჳს: "დიდ ვარ მე და მაღალ და საშინელ და ცხოველ ვარ მე უკუნისამდე"
"ზღუდე ვარ
მე ედესიისაჲ და უტყუველისა მის აღთქუმისა წინდი" |
მიიწივნეს რაჲ მხატვარი და მალემსრბოლი ბჭეთა იჱრუსალიმისათა, აჰა უფალი შეემთხჳა მათ და სიტყუა-უგო და ჰრქუა მათდა მიმართ: "კაცნო, მსტოვარნი ხართ თქუენ?" მიუგეს და ჰრქუეს მათ: "წარმოვლინებულნი ვართ ავგაროზისნი ხილვად იესუჲს ნაზარეველისა, რაჲთა ვიხილოთ ხატი მისი".
და აღუთქუა მათ უფალმან შესაკრებელად მისლვად. და ესე რაჲ ჰრქუა მათ, თანაწარჰჴდეს მას. ხოლო ხვალისა დღე წარვიდოდა უფალი შესაკრებელად და დაჯდა მუნ და ასწავებდა სიმრავლესა ერისასა.
ხოლო მხატვარი შევიდა და დადგა დამართებით მისა და იწყო წერად სახესა იესუჲსსა და ვერ ძალ-ედვა მას გამოხატვაჲ მისი, რამეთუ ვერ შემძლებელ იყო ხატსა პირისა მისისასა გულისჴმის-ყოფად და ვერცა განიცდიდა მსგავსებასა მისსა.
მაშინ ვითარცა იხილა მოყუასმან მისმან, აჭენა და ჰრქუა მას: "შევედ შორის მისსა და მიეც ტილოჲ ეგე, რომელ გაქუს ავგაროზისგან, ჴელთა მისთა".
ხოლო იგი შევიდა და შეუვრდა ფერჴთა მისთა და ყოველივე გამოუცხადა წინაშე ერისა მის და მისცა ტილოჲ იგი. ხოლო უფალმან მიიღო წყალი ჴელითა და დაიბანა პირი და დაიდვა ტილოჲ იგი პირსა ზედა თჳსსა. და მეყსეულად გამოისახა ხატი პირისა მისისაჲ მას ზედა. დაუკჳრდა ყოველთა მუნ მსხდომარეთა, რომელთაცა იხილეს და მისცეს დიდებაჲ ღმერთსა.
ხოლო ტილოჲ იგი მისცა თადეოზ მოციქულსა და უბრძანა შემდგომად ამაღლებისა მისისა წარსლვად ედესე ქალაქად და განკურნებად სენსა და ყოველსა ცისად-ცისად გუჱმულებასა. და შემდგომად ამაღლებისა უფლისა წარვიდა სიტყჳსაებრ უფლისა.
ხოლო მიიწივნეს თადეოზ და მისთანი იგი ქალაქსა ერთსა, რომელსა ეწოდების იერაპოლი. და დადგეს იგინი გარეშე ქალაქსა, სავანესა მას მეკეცეთასა. და დადვეს წმიდაჲ იგი ტილოჲ შორის ორთა კეცთაჲსა და დაფარეს, რამეთუ ეშინოდა. და ვითარცა დაიძინეს, მახლობელად მათსა, აჰა ესერა, ღამესა მას გამოჩნდა სუჱტი ცეცხლისაჲ ზეცით და დაადგრა ზედა ადგილსა მას, სადა იყო ხატი უფლისაჲ.
და ვითარცა იხილეს მცველთა მათ ქალაქისათა სასწაული იგი, აუწყეს მთავარსა მას ქალაქისასა. და გამოვიდა მთავარი იგი ერითურთ. და პოვეს მათ ხატი უფლისაჲ შორის ორთა მათ კეცთაჲსა, სადა-იგი დგა სუჱტი ცეცხლისაჲ. და ენება მიღებაჲ ხატისაჲ მის. ხოლო კაცმან მან მალემსრბოლმან და მხატვარმან მიუგეს და ჰრქუეს, ვითარმედ ავგაროზისნი არიან. და ვითარცა ძიება-ყვეს, განიზრახვიდეს წარღებასა მისსა და მეყსეულად პოვეს ერთსა მას კეცსა ზედა გამოხატული ხატი უფლისაჲ, ვინაჲ-იგი მიეახლა წმიდასა მას ტილოსა, რომელთა შორის დაეკრძალა კაცთა მათ.
მაშინ კეცი იგი აღიღო მთავარმან ქალაქისამან და დადუმნა, ხოლო ტილოჲ იგი მისცა მოციქულსა და მალემსრბოლსა მას. და ვითარცა წარვიდა თადეოზ და მისთანი იგი, ვინაჲ-იგი მოივლინნა უფლისა მიერ და ვითარცა მიეახლნეს უტევან ერთ ქალაქსა მას, პოვეს ვინმე განრღუჱული ქუჱმდებარე, რომელი ითხოვდა პურსა და დასდვა ჴელი მას ზედა და შეეხო ხატსა მას უფლისასა და მეყსეულად აღდგა, ხლდომით ვიდოდა და სრბით შევიდა ქალაქად და მივიდა იგი დედისა თჳსისა. იხილეს იგი ყოველთა და დაუკჳრდა და იტყოდეს: "არა იგი არსა ქუჱმდებარე და ბდუნევით მავალი, ქურივისა მის ძე?"
და მყის მიიწია სიტყუაჲ ესე ავგაროზის მთავრისა. ხოლო მან მიუწოდა ყრმასა მას და ჰკითხა: "ვინ განგკურნა შენ, ყრმაო?" მიუგო და ჰრქუა: "კაცმან ვინმე მპოვა გარეშე ქალაქისა, ჴელი შემახო და განვიკურნე".
ჰგონებდეს ავგაროზ, ვითარმედ უფალი არს. და მსწრაფლ წარავლინა, რაჲთა ცნას. და პოვა თადეოზ მის მიერ მივლინებულთა მათ თანა. და მი-რაჲ-ვიდეს პალატად, შეიწყნარნეს სიხარულით.
ხოლო ავგაროზ დაჴსნილ იყო და მდებარე ცხედარსა ზედა ექუს წელ. მაშინ მიიღო ტილოჲ იგი ჴელითა მისისა, რომელსა ზედა გამოეხატა ხატი უფლისაჲ და ამბორს-უყო მას სიხარულით და მეყსეულად განიკურნა იგი. მასვე ჟამსა აღდგა და ვიდოდა უვნებელად სრულად. და ჰრქუა თადეოზ მოციქულსა: "რაჲ ჯერ-არს ყოფად ჩემდა?" ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: "ესრეთ ჯერ-არს პირველად ყოვლისა, რაჲთა ნათელ-იღო".
ხოლო მან სიხარულით შეიწყნარა. ვითარცა უქადაგა სახარებაჲ უფლისაჲ, შთაიყვანა იგი წყაროდ, რომელსა ეწოდების კერასაჲ და ნათელ-სცა მოციქულმან თადეოზ ავგაროზს, ცოლსა და შვილთა მისთა და ყოველთა სახლეულთა მისთა სახელითა მამისაჲთა, ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა. იხარებდეს ყოველნივე და განწმიდნა ყოველნი ყოვლისვე ვნებისაჲ და ადიდებდეს ღმერთსა, რომლისაჲ არს დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე. ამენ.
ანჩისხატი
ნამდვილი ხელითუქმნელი ედესიის ხატი
წარწერა ანჩისხატის კარედზე ადასტურებს მის ხელითუქმნელობას
კათალიკოზ-პატრიარქის დომენტი III წარწერა
ხატის კუბოს დაბლა პირზედ:
,,ნუ სცთებით ღუთისმბრძოლნო ჩუენდა მომართ დაღაცათუ
ხელით უქმნელ არს, საშინელი ესე ბეჭედი"
(,,ძველი ანჩისხატის ტაძარი ქ. ტფილისში~. ისტორიული მიმოხილვა
მღვდელი პ. კარბელაშვილისა. ტფილისი. 1902 წ.)
უფრო ვრცლად იხ. ანჩისხატის ისტორია
ღირსი მამა ანტონ მარტყოფელი,
რომელმაც საქართველოში ჩამოაბრძანა კეცის ხატი
* * *
ტროპარი ანტონ მარტყოფელისა
ხატად ღვთისა შექმნილმან, წმიდაო არა უდებ ჰყავ პატივი ხატისა ქრისტესი. თვინიერ ხელითა კაცთასა გამოსახულისა, რამეთუ იხილე რა ხელთა შინა ურწმუნოთასა, განხურვებულმან შურითა საღმრთოთა, იტვირთე მხართა ზედა მტვირთველი ყოველთა, და მოუძღვანე ქართველთა ერსა, მოღუაწეთა შვენიერებაო ანტონი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
ცხოვრება და მოქალაქეობა ღირსისა და ღმერთშემოსილისა მამისა ჩუჱნისა ანტონ მარტყოფელისა (მესუჱტისა) შემოკლებით
...და შემდგომად უკანასკნელთა დღეთა და ჟამთა, ხუასრო, სპარსთა მეფე (613 წ.) მოადგა ედესია ქალაქსა და უწყო თხრა ქუჱშე ზღუდესა და ეგრეთ შევიდეს, რომელ ვერა აგრძნან თუ ჰბრძავსო. მაშინ ღმერთმან არა დაიდუმა უტყუჱლი აღთქმა, რომელ აღუთქვა, ვითარმედ ,,ზღუდე ვარ მე ედესიისა" და მშობელისა თჳსისა მეოხებითა, ევლავიოზს ეპისკოპოსსა მის ქალაქისასა, გამოეცხადა დედა ღუთისა და ჰრქუა, ვითარმედ ,,მას, რომელსამე ბჭესა ზედა არს ხატი იგი ჴელით უქმნელი და დაფარული" და ვითარცა განიღვიძა ეპისკოპოსმან, გულის ხმა ჰყო ჭეშმარიტით ძილსა შინა ჩუჱნებულსა მას და განთიად წარვიდა ლიტანიით, ადგილსა მას და ჰპოვა წმიდა ხატი იგი ყოვლად განურყუნელი და კანდელი იგი წინაშე მისსა აღნთებული ეგო, ეგე ოდენსა ჟამთა სიმრავლესა შინა და გარდააწუჱთეს ზეთი მის კანდელისა მბრძოლთა მათსა ზედან მის ქალაქისათა და მეყუსეულად, ვითარცა მიახლდა, მიედვა და დაიწვნეს და ვითარცა მტუჱრი განიბნივნეს და უჩინო იქმნნეს; ხოლო რომელი იგი კეცი საფარუჱლად მის ხატისა აღმართებულ იყო, მას ზედა გამოსახულ იყო სხუა ხატი და მსგავსება წმიდისა მის საუფლოსა ხატისა, რომელი იგი სწორებით პატივ იცემებოდეს და ნესტორიანთა ეკკლესიასა შინა დაესვენნეს.
მაშინ წმიდამან ამან ანტონიმ იძია მოძღურისა თჳსისა გზა და ისწავა ჭეშმარიტი და ცნა, რამეთუ წარვიდა სომხითის ჩრდილოეთით კერძო, სხუათა თანა მოწაფეთა, რომელთა აწ მოვიხსენნეთ, დავით და დოდო და შიო ანტიოქიელი და რვანი სხუანი მოწაფენი იოანესნი, ერთისა საზღურისანი: ესე ცნა წმიდამან ანტონი, აღიძრა ტრფიალებითა მოძღურისა თჳსისათა და ესეცა ეძვინებოდა გულსა თჳსსა, რომელ ნესტორიანთა ეკკლესიასა შინა იყუნეს საუფლონი იგი ხატნი და აღიყუანა კეცი რომელ საფარუჱლად მის ხატისა ყოფილ იყო და ხატი ქმნულ იყო. ესე უჩინრად წარმოიღო, წინა ძღომითა ანგელოზისათა და უწყებითა ზეციერითა, ჩრდილოეთს და მიიწია მტკუარსა ზედა, განვლო იგი და დაემკჳდრა აღმოსავალით, ვითარ ოთხ მილიონ, ნაპრალსა კლდისასა, შინაგან მთათა აკრიანთა: იოანეს ახილვიდა ვითარ ხუთ მილიონ, და შიოს ვითარ ცხრა მილიონ, დავით, დოდოს ათ სამეტ მილიონ. ოდეს ყოვლად სანატრელი დაემკჳდრა იოანესა თანა მთასა ზედა ზედაძენისასა, შემდეგ რაოდენისამე დროსა, ბრძანებითა ღუთისმშობლისათა, წმ. იოანემ განუტევა ნეტარნი მოწაფენი თჳსნი საქადაგოთ; რაოდენნი მათგანი წარვიდნენ ქართლს, მიემთხვივნეს მთასა დვალეთისასა, ზოგნი წარვიდეს კახეთს, რომელთა შორის იყო ეს სანატრელიცა მამა ანტონ. ოდეს ესმინა მას ბრძანებაჲ მამისა თჳსისისა წარსვლა საქადაგოთ, იპყრა ხელსა შინა თჳსსა წმ. ხატი უფლისა, რომელიც აქუნდა მას მარადის, სიხარულით შეუდგა კუალსა სამოციქულოსა. პირუჱლად მოვლო ქადაგებითა ჩრდილოეთის არენი მთისა ზედაძნისანი და მკჳდრთა მათთა კერპთმსახურთა უქადაგა უფალი ჩუჱნი იესო ქრისტე. მრავალნი მათგანნი მოაქცივნა და ნათელს ჰსცა, სახელითა წმ. სამებისათა. შემდეგ ამისა, ოდეს განავრცო სარწმუნოებაჲ, დაუტევა აქ მღუდელნი, წარვიდა თჳთ საქადაგოდ კახეთს, განვლო მთა იალდოსი, მივიდა და მოიკითხა თანა მოღუაწე თჳსი ღირსი და ნეტარი მამა ზენონ იყალთოელი. შემდეგ რაოდენისამე დროსა ნეტამან ანტონ დაუტევა იყალთო, მივიდა თანა მოღუაწესთა თჳსთა და მოიკითხა ღირსი და ნეტარი იოსებ ალავერდელი. მასთანა ღირსმან დაჰყო ფრიადი დრო, დამტევებელმან რაოდენისამე შემდეგ დროსა სხუათა თანა მოღუაწეთთა, დაემკვიდრა ხევსა შინა ლოპოტანისასა, აქა დამკჳდრებისა შემდეგ, მოვლო სანატრელმან ქადაგებითა ყოველნი სანახებნი მის ადგილისანი და დაარწმუნებდა ყოველთა მათ მრავლითა საკჳრუჱლებითა, რომელნი იქმნებოდენ ხატისაგან მის საუფლოსა. მობაძავნი მის მოღუაწებისანი მრავალნი დაუტევებდენ სოფელსა და მონაზონ იქმნებოდენ, რომელნი დაემკჳდრებოდენ მას ღელესა შინა, - არა დამტევებელი ადგილი იგი მრავალთა მომსვლელთა, ნეტარმა აღურჩია სხუა ადგილი ალაზნისა გაღმა, რომელთა აღუშენა მათ მონასტერი. შემდეგ ამისა, არა უდებ ქმნილი - ნეტარმა დაუტევა მონასტერი თჳსი, მოვლო ქუჱმო კახეთი ქადაგებითა და დაემკჳდრა უვალსა მთასა ზედა ახმეტისასა. შემდეგ რაოდენისამე დროსა პოვნილ ქმნილი მცხოვრებთა მიერ ახმეტისასა და რათა შეაწუხებდნენ მას; დაუტევა ადგილი იგი თჳსი და მიემთხჳა მთასა აკრიანისასა, ანუ აწინდელ მარტმყოფისასა. ხოლო მუნ თქუჱსვე, რომელ წმიდისა ამის ანტონის ედგნეს საზრდელად გუამისა თჳსისა ირემნი და იყო მთა უღაღი და სერტყიანი და იყო ქალაქი ვითარ ერთ მილიონ, მცირე და ესე ირემნი წარჳდიან ველსა და ვითარ ჟამი მოვიდის, შინა მოვიდიან, წუჱლის; ვითარ მწყემსნი, მოვიდოდეს ჟამეულად. ხოლო ერთსა ოდენ ჟამსა მიიწივნეს უჟამოდ და ფრთხინ და უკან ნუკრი მოსდევდა, ჴორც შეკუჱთილი და ესე და უკჳრდა წმიდასა მას და თქუა გულსა შინა თჳსსა, თუ ,,სადა ვინ შეემთხჳა". რამეთუ არა უწყოდა სიახლე მის ქალაქისა და მყის ვითარცა კაცთა თუალ მმრუმედ ხედვასა თანა ჰრქუა ,,რა არს ეგე" და მათ ვითარცა პირ მეტყუჱლთა თავ მიზიდვით ჰრქუჱს. შემომიდექ და გიჩვენოთ და შეუდგა კუალსა მათსა და მიიწია მას ადგილსა სადა იგი შემთხვეულ იყო მათდა და აჰა მთავარი მის დაბისა მოვიდოდა ნადირობად და წინა შეემთხვია და ჰრქუა. ვინ ხარ: ხოლო წმიდა იგი ჴელითა უჩუჱნებდა სადა იგი იყოფოდა და ყოველსავე საქმესა, რამეთუ ენა არა ესმოდა: მაშინ მთავარმან ჰრქუა. მე შენი არა მესმის და რომელ ეგე ჴელითა მეუბნები ეგეცა მოგკუჱთო: და ჰრქუა. წარიყუანეთ მჭედლისა თანა და ვითარცა მიიყუანეს, მჭედელმან შანთი გაახურვა და გამოიღო, რათა ხელი მოჰკჱთოს და დავარდა ქვე და ხელნი ვითარცა შეშანი შეექმნნეს. მაშინ წმიდამან მიჰყო ხელი, და ვითარცა ნაკუჱრცხალი ხელითა აღებული მიუპყრა და ჰრქუა. ,,ჰყავ ადრე ბრძანებული შენდა" და იგი განკრთა საშინელსა მას ზედა ხილვასა და მსწრაფლ მიუმცნეს მთავარსა და ჰრქუჱს ყოველი ხილული და მან ბრძანა, რათა წინაშე მისსა მიიყუანონ და ვითარცა მიიყუანეს, ჰრქუა მას. რა ჰგნებავს სთქუ და ყოველი მიგცე; ხოლო მცირედი ქუა უჩუჱნა მან, ვითარ სამეული და ილოკდა და ცნეს რამეთუ მარილი უნდა და მოართუჱს ორი ოდენ ქუა განუტეხელი და მან მოახლიჩა ერთი ლიტრა და წარვიდა და ალოკა ფურთა თჳსთა და იყოფოდა ხატსა მას წინაშე ვიდრე აღსასრულადმდე ცხოვრებისა მისისა და წმიდა იგი წმიდათა შინა მიიცუალა და ჩუჱნ დაგჳტევა ხატი იგი საუფლო და არს ვიდრე დღეინდელად დღემდე უჩინრად და სასწაულთა მოქმედამს განცხადებულად, რომელ უადვილეს არს აღრიცხვა ზღჳს ქჳშათა ვიდრე საკჳრუჱლებათა საუფლოსა მის ხატისათა; გარნა ვინათგან ღმერთი მხოლო არს მოქმედი სასწაულთა, მანვე მხოლომან უწყის სიმრავლე სასწაულთა მისთა და უკეთუ სოლომონცა იყო, ვერცა მან შეუძლოს აღრიცხვად თჳნიერ ღუთისა მხოლოჲსა.
ღირსი მამის - ანტონ მარტყოფელის მიერ საქართველოში შემობრძანებული კეცის ხელითუქმნელი ხატის ანუ კერამიონის დღესასწაული აღინიშნებოდა ფერიცვალებას (ახ. სტ. 19 აგვისტო). აბუსერისძე-ტბელის განმარტებით: "ვინაჲთგან მიემადლა ნათესავსაცა ჩუენსა მოწყალებითა ღმრთისაჲთა ღირსისა მამისა ჩუენისა ანტონი მარტყოფელისა მიერ. და დღესა ფერისცვალებასა ვემთხუევით კეცსა ზედა გარდამოტKფრულსა ტილოჲსა მიერ."
ასწლოვან ისტორიაში დავით ულუს მეფობის აღწერისას ორგან ვხვდებით ცნობას კეცის ხატის შესახებ:
ა) "დასნეულდა მეფე დავით მით სალმობითა მუცლისათა და ვერ განკურნეს მკურნალთა, და წარვიდა ცხედრითა. და ვითარ მოეახლა მარტომყოფსა, მივიდა ხატსა მას Pელითუქმარსა, რომელი თKთ გამოისახა ტილოსა, ხატისა მიერ, კეცსა ზედა. მოყვანება ბრძანა მარტომყოფისა ხატისა, და ევედრა ცრემლითა და შეუვრდა, და განკურნა, ვითარ უფლისა მიერ განკურნებული ცხედარსა ზედა მდებარე."
ბ) სიბადიდან მომავალ მეფე დავითს "მგზავრ მომავალსა მეფესა შეედვა სალმობა მუცლისა, და ვითარ მკურნალთა ვერ უძლეს კურნებად, მაშინ ევედრა ხატსა მას მარტომყოფისასა, და მივიდა მის წინაშე, ვითარ ჩუეულ იყო, რამეთუ პირველ ამისსა მუცლისა სნეულებითა შეპყრობილ იყო და, ვითარ მკუდარი, იდვა უსიტყუოდ, და აღედგინა ხატსა Pორცშესხმულისა ღმრთისასა."
ჟამთააღმწერელი. ასწლოვანი მატიანე, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, შენიშვნები და ლექსიკონი დაურთი რ. კიკნაძემ, თბილისი, 1987 წ. გვ. 142 და 156.
ქაშუეთის ტაძარში მინაზე გადასული მაცხოვრის ხელითუქმნელი ხატი |
ტროპარი
|
პორტ-არტურის
ღვთისმშობლის ხატის
ისტორია
"ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დედა
მობრძანდა თავის მამულში"
2003 წელს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ჩამოაბრძანეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი – “პორტ-არტური”. იგი იმ ხატის ასლია, რომელიც 100 წლის წინ შეიზმნა. ხატის ისტორია ასეთია: ერთხელ ღამით მეზღვაური თეოდორე უცნაურმა ხმამ გამოაღვიძა. მან თავად ღვთისმშობელი დაინახა, რომელიც ანგელოზებით იყო გარშემორტყმული. მათ სათავეში მთავარანგელოზი მიქაელი და გაბრიელი ედგათ. იგი მეზღვაურს უცქერდა და, ამავე დროს, ზურგით ზღვის ყურისკენ იდგა. მას ხელში დიდი ტილო ეკავა, რომელსაც გარს იასამნისფერი არშია ჰქონდა შემოვლებული, შუაში კი მაცხოვრის ხელითუქმნელი ხატი იყო გამოსახული. ღვთისმშობელს ლურჯი სამოსი ეცვა, ზემოდან კი ყავისფერი თავსაბური ებურა. შორიდან ნისლში მოჩანდა ზღვის სანაპიროზე გაშენებული ქალაქი, რომელიც ცეცხლის ალში იყო გახვეული. მეზღვაური მიხვდა, მეზღვაური მიხვდა, რომ დედა ღვთისმშობელი სწორედ მას უყურებდა. მის თავზე ღრუბლებში ანგელოზებს ცისარტყელების გვირგვინი ეპყრათ. გვირგვინის თავზე ჯვარი იყო გამოსახული. ამ ყოველივეს ზევით კი – თავად უფალი საბაოთი, უბრწყინვალესი ნათლით გარემოცული და გაისმოდა სიტყვები: “და იყავნ თქვენ ერთ მწყემსს და ერთ სამწყსო”. ღვთისმშობელი თავისი ფეხებით თელავდა გაშიშვლებულ და გადატეხილ ხმლებს.
 ამ ხილვით თავზარდაცემული მეზღვაური ძლიერ შეცბუნდა, მაგრამ ღვთისმშობელმა გაამხნევა და უთხრა: “შორეული ზღვის სანაპიროზე ქვეყანას დიდი ბრძოლა ელის. დაწერე ხატი, რომელზეც აღწერ ამ ხილვას და გაგზავნე იგი პორტ-არტურში. თუკი ჩემი ხატი მოთავსდება ქალაქის კედელში, მართლმადიდებლები გაიმარჯვებენ”. შემდეგ არაჩვეულებრივმა, დამაბრმავებელმა სინათლემ მოიცვა ოთახი და ჩვენება გაქრა.
 ამის შემდეგ მოხუცი მეზღვაური კიევ-პეჩორის მონასტერში მივიდა და ყველაფერი ბერებს უამბო. ყოვლადჭმიდა ღვთისმშობლის ხატი მართლაც შეიქმნა და “პორტ-არტურის” ღვთისმშობელი ეწოდა. 1980 წელს ხატმწერმა მიქაელ ოსიპენკომ ნახა იგი ქალაქ კირჟაჩში მოქმედ ერთადერთ ტაძარში და გადაწყვიტა შეექმნა მისი ასლი. 2003 წელს, როდესაც უკვე ასი წელი გავიდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის გამოცხადები შემდეგ, ხატის ასლი დასრულდა. გადაწყდა ეს ხატი რუსეთიდან ჩინეთში, პორტ-არტურში გადაესვენებინათ, რათა აღსრულდეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სურვილი, რომელიც რატომღაც 100 წლის მანძილზე ვერავინ შეასრულა. თბილისში ეს ხატი ღვთის განგებით ციმბირიდან მოასვენეს. კითხვაზე თუ რა მიზნით ჩამოაბრძანეს ხატი მაინცდამაინც საქართველოში, მომლოცველებმა შენიშნეს: “ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი დედა მობრძანდა თავის მამულში”. ამ ხატის ისტორია საქართველოს ტყუილად როდი დაუკავშირეს. გარდა იმისა, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვდომილია, მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატიც – ჩვენი მხსნელი ანჩისხატიც ხომ აქ ბრძანდება და როგორც ღვთისმშობელი გატეხილი ხმლებით მიგვანიშნებს, მოწევნულ ჟამს მართლმადიდებლებისგან ბოროტის ძლევა იარაღით კი არა, სწორედ მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის მეშვეობით უნდა მოხდეს. ღვთისმშობლის თავზე დამდგარი ცისარტყელებიც ნიშანია ღვთის დიდი წყალობისა. ერთობით ვილოცოთ საქართველოს გადარჩენისათვის, რათა ჭეშმარიტად ვიყოთ ერთ მწყემს და ერთ სამწყსო. პორტ-არტურის ხატის მადლი ფარავდეს სულიად საქართველოსა და სამართლმადიდებლოს.