28 აგვისტო, 2019 წ. ანჩისხატის გზა იერუსალიმიდან - თბილისამდე
სალიტანიო ანჩისხატი იერუსალიმიდან (ტაო-კლარჯეთის გავლით) მარიამობას შემობრძანდება თბილისში.
28 აგვისტოს 14:00 სთ-ზე რუსთაველის ძეგლთან ხატს შეეგებება სხვადასხვა ტაძრის მრევლი და ლოცვითი სვლით წააბრძანებენ მუზეუმის წინ არსებულ სამლოცველოში - ანჩისხატის დედნის სიახლოვეს, სადაც სიწმიდეების წინაშე აღევლინება სავედრებელი პარაკლისი ჩვენი ერისა და ეკლესიის კეთილდღეობისათვის.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით და სასულიერო პირთა უშუალო მონაწილეობით სალიტანიო ანჩისხატის კანონიკური ასლი, უკვე წლებია დაბრძანდება სრულიად საქართველოს და მის ფარგლებს გარეთ წმიდა ადგილების მოსალოცად - საქადაგო მოწოდებით "სიწმიდეები გვიხმობენ".
ანჩისხატო, დაიცევ და დაიფარე საქართველო!
23 აპრილს - კვირაცხოვლობას სადღესასწაულო
ლოცვითი სვლა
სალიტანიო ანჩისხატით დედაქალაქის ჯვრის სახით
მოლოცვის დასკვნითი ეტაპი:
23 აპრილს, 14:00 სთ-ზე ხელოვნების მუზეუმის წინ
არსებულ სამლოცველოში აღევლინება პარაკლისი.
პარაკლისის შემდეგ ხატი ლოცვითი სვლით
წაბრძანდება მთაწმიდაზე - მამა დავითზე.
დედაქალაქის ჯვრის სახით მოლოცვა მიმდინარეობს:
I ფრთა: ორთაჭალიდან - მცხეთის ჯვრამდე
II ფრთა: მახათას მთიდან - მთაწმინდამდე
16 იანვარს 13:00 სთ-ზე ხელოვნების მუზეუმის წინ მდებარე
სამლოცველოდან სალიტანიო ანჩისხატით მოხდება ლოცვითი სვლა
მთაწმინდაზე - წმ. ექვთიმე ღვთისკაცის საფლავზე,
სადაც ჩატარდება პარაკლისი ქართული განძის
ჯეროვანი დაცვისა და ერის კეთილდღეობისათვის.