საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ანჩისხატის კარედის დაბრუნების პროექტის საინიციატივო ჯგუფმა და გერმანულმა კომპანია "Sehner"-მა ანჩისხატის ტაძარში შუშის კიოტი დაამონტაჟა, ბრონირებული მინით, ტემპერატურული რეჟიმით და მაღალი სტანდარტის პირობებით.

************

ერთობით ლოცვა ანჩისხატის დაბრუნებისა და ერის კეთილდღეობისათვის შექმნილია 2000 წელს ხელოვნების მუზეუმის წინ სიწმიდეების წინაშე მომლოცველთა ჯგუფის მიერ - საქადაგო მოწოდებით „სიწმიდეები გვიხმობენ", რომლებმაც პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ეს ლოცვა გაავრცელეს სხვადასხვა ქვეყნებში.

ახლა, განსაკუთრებულად გვმართებს ამ ლოცვის აღვლენა. ამ დიდი სიწმიდის დაბრუნებისთვის, გთხოვთ ამოვბეჭდოთ, ლოცვით გავერთიანდეთ და ხშირად წავიკითხოთ, განსაკუთრებით კვირა დღეს, სასურველია წირვის შემდეგ. ანჩისხატის მადლი გეწეოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს!


ერთობით ლოცვა ანჩისხატის დაბრუნებისათვის




ანჩისხატის კარედის ტაძარში გადაბრძანების თაობაზე - ნორმებზე (კონფერენცია)






ანჩისხატის ასლმა იერუსალიმის ჯვრის მონასტერში დაივანა - TV Imedi






ანჩისხატის მოლოცვა კუნძულ კვიპროსზე - 2018






დაერქვას მეფე დაჩი უჯარმელის სახელი ქუჩას (სანაპიროს) - თბილისის ძველ უბანში!

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო




ანჩისხატზე ჩატარებული ექსპერტიზა მუზეუმში - 1929 წ.






20 წელი ჩაუმქრალი სანთლით მუზეუმის შესასვლელში






კონფერენცია - ანჩისხატის ტაძრისა და მისი სახელმდები ხატის დაბრუნების შესახებ






აქცია კულტურის სამინისტროსთან






პატრიარქმა ანჩისხატის კიოტის პროექტი და მაკეტი აკურთხა






კონფერენცია - ანჩისხატის ტაძრისა და მისი სახელმდები ხატის დაბრუნების შესახებ






28 აგვისტო, 2019 წ. ანჩისხატის გზა
იერუსალიმიდან - თბილისამდე


სალიტანიო ანჩისხატი იერუსალიმიდან (ტაო-კლარჯეთის გავლით) მარიამობას შემობრძანდება თბილისში.

28 აგვისტოს 14:00 სთ-ზე რუსთაველის ძეგლთან ხატს შეეგებება სხვადასხვა ტაძრის მრევლი და ლოცვითი სვლით წააბრძანებენ მუზეუმის წინ არსებულ სამლოცველოში - ანჩისხატის დედნის სიახლოვეს, სადაც სიწმიდეების წინაშე აღევლინება სავედრებელი პარაკლისი ჩვენი ერისა და ეკლესიის კეთილდღეობისათვის.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით და სასულიერო პირთა უშუალო მონაწილეობით სალიტანიო ანჩისხატის კანონიკური ასლი, უკვე წლებია დაბრძანდება სრულიად საქართველოს და მის ფარგლებს გარეთ წმიდა ადგილების მოსალოცად - საქადაგო მოწოდებით "სიწმიდეები გვიხმობენ".

ანჩისხატო, დაიცევ და დაიფარე საქართველო!



იერუსალიმიდან - თბილისამდე