ქართული სიწმიდეები და ხატები, რომელთა წინაშეც ვეღარ ვლოცულობთ!


პირველი ხატი საქართველოში


ღვთისმშობლის მიერ თვისი ხელთუქმნელი ხატის წარმოგზავნა ანდრია პირველწოდებულის ხელით საქართველოში



და შემდგომად ამაღლებისა უფლისა, რაჟამს წილ-იგდეს მოციქულთა, მაშინ ყოვლად-წმიდასა ღმრთისმშობელსა წილად ხუდა მოქცევად ქუეყანა საქართველოსა. და ჩუენებით ეჩუენა მას ძე მისი, უფალი ჩუენი, და რქუა: ,,ჵ, დედაო ჩემო, არა უგულე-ბელ ვყო ერი იგი საზეპურო უფროს ყოველთა ნათესავთა, მეოხებითა შენითა მათთჳს. ხოლო შენ წარავლინე პირ-ველწოდებული ანდრია ნაწილსა მას შენდა ხუედრებულსა, და თანა-წარატანე ხატი შენი ვითარიცა პირსა შენსა დადებითა გამოისახოს. და შენ წილ ხატი იგი შენი მკUიდრობდეს მცუელად მათდა უკუნისამდე ჟამთა."

მაშინ რქუა ყოვლად-წმიდამან მოციქულსა ანდრიას: ,,შვილო ანდრია, დიდად უჩნს სულსა ჩემსა, რომელ ქუეყანასა მას ნაწილსა ჩემსა არა ქადაგებულ არს სახელი ძისა ჩემისა. ოდეს წარვემართე ქადაგებად ძისა ჩემისა ქუეყანასა მას, წილად ჩემდა ხუედრებულსა, მაშინ გამომეცხადა სახიერი ძე ჩემი და ღმერთი, და მიბრძანა, რათა შენ წარხჳდე და წარასუენო სახე ჩემი და სახიერისა ძისა ჩემისა ქუეყანასა, ჩემდა წილ-ხდომილსა, რათა მე ვიყო განმგებელ ცხოვრებისა მათისა, ხელი აღუპყრა და შევეწიო მათ, და არავინ მტერთაგანი მძლე ექმნას მათ."

რქუა მას მოციქულმან: ,,ყოვლად-წმიდაო, ნება სახიერისა ძისა შენისა და შენი იყავნ ყოველსა ჟამსა." მაშინ ყოვლად-წმიდამან მოითხოვა ფიცარი, დაიბანა პირი და დაიდვა პირსა ზედა თჳსსა. და გამოისახა ხატი ესევითარი, რომელ წიაღთა თჳსთა ეტჳრთა განჴორციელებული ჩჩჳლი, ყოვლად სახიერი სიტყუა ღმრთისა, რომელ აწ ყოველთა მიერ სახილველ არს ხატი ყოვლად-წმიდისა აწყუერისა ღვთისმშობელისა. და მისცა იგი მოციქულსა ანდრიას და რქუა: ,,მადლი და შეწევნა ჩემგან შობილისა უფლისა თანაშემწე გეყავნ შენ, სადაცა ხჳდოდე, და მეცა თანაშემწე ვარ ქადაგებასა მაგას, და დიდად შევეწიო მონაწილესა მას ჩემდა ხუედრებულსა." მაშინ დავარდა მოციქული ქუეყანად, და მადლი შესწირა ცრემლითა ყოვლად-წმიდასა, და გამოვიდა მიერ სიხარულით, და წარემართა ქადაგებად სახარებისა.




ხოლო ამან ადერკი მეფემან უმატა სიმაგრეთა ქართლისათა, ქალაქთა და ციხეთა, და უმეტეს მოამტკიცნა ზღუდენი ქალაქისა მცხეთისანი, წყლისა იმიერ და ამიერ. და ამისვე ადერკის მეფობასა შინა მოვიდეს ათორმეტთა წმიდათა მოციქულთაგანნი ანდრია და სჳმონ კანანელი აფხაზეთს და ეგრისს. და მუნ აღესრულა წმიდა სჳმონ კანანელი ქალაქსა ნიკოფსისასა, საზღვარსა ბერძენთასა. ხოლო ანდრია მოაქცივნა მეგრელნი და წარვიდა გზასა კლარჯეთისასა.

ჩანართი (âð'ბ)




მოვიდა... ანდრია ქალაქად ტრაპიზონად, რომელ არს სოფელი მეგრელთა, სადა-იგი დაჰყო ჟამი მცირედი, და იხილა უგუნურება პირუტყუებრივი მკჳდრთა შორის მის ქალაქისათა, განვიდა მიერ და შევიდა ქუეყანასა ქართლისასა, რომელსა დიდ-აჭარა ეწოდების, და იწყო ქადაგებად სახარებისა. რამეთუ კაცნი პირუტყუთა უუგუნურეს იყვნეს და არა იცნობდეს შემოქმედსა ღმერთსა, და ყოველსა საძაგელსა და არაწმიდასა წესსა აღასრულებდეს, რომელი სათქმელადაცა უჯერო არს. და მრავალნი ჭირნი და განსაცდელნი დაითმინნა ურწმუნოთაგან, და შეწევნითა ღმრთისათა და წმიდისა მის ხატისათა ყოველნივე მადლობით მოითმინნა, ვიდრემდის ყოველნივე მოაქცივნა და მოიყვანნა სარწმუნოებად. რამეთუ ადგილსა, რომელსა დაასვენა ხატი ყოვლად-წმიდისა ღმრთისმშობლისა, აღმოეცენა წყარო ფრიად შუენიერი და დიდი, რომელი-იგი ვიდრე დღესცა დაუწყუედელად აღმოსდის. და შემოკრბეს ყოველნივე ყოვლით-კერძო მკჳდრნი მის ქუეყანისანი, და ნათელ-სცა ყოველთა სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა, და დაადგინნა მღუდელნი და დიაკონნი, და დაუდვა წესი და საზღუარი სარწმუნოებისა. და აღაშენეს ეკკლესია შუენიერი სახელსა ზედა ყოვლად-წმიდისა ღვთისმშობლისასა. და ვითარცა ენება წმიდასა მოციქულსა მიერ წარსლვა, ევედრებოდეს და არა უტევებდეს წარსლვად, არამედ ეტყოდეს: ,,უკეთუ შენ წარხვალ, ხატი ეგე ყოვლად-წმიდისა ღვთისმშობლისა აქა დაგჳსვენე, სასოდ და მცველად ჩუენდა". ხოლო წმიდამან მოციქულმან ანდრია შექმნა ფიცარი მსგავსი ზომისა და დასდვა ხატსა მას ზედა. და მეყუსეულად გამოისახა სახე უცვალებელი ხატისა მის და მისცა იგი მათ. ხოლო მათ სიხარულით შეიწყნარეს და დაისვენეს ეკკლესიასა შინა თჳსსა პატივით, რომელი-იგი ვიდრე დღეს-აქამომდე ჰგიეს. ხოლო წმიდასა მოციქულსა მისცეს მშჳდობა და მოწლედ მოიკითხეს, ამბორს უყვეს და წარმოგზავნეს.

ხოლო იგი წარმოემართა და გარდამოვლო მთა, რომელსა ეწოდების რკინის-ჯუარი, და თქმულ არს, ვითარმედ ჯუარი იგი თჳთ ნეტარისა ანდრიას მიერ აღმართებულ არს. ხოლო ვითაცა შთავლო ხევი ოძრახისა და მოვიდა საზღუართა სამცხისათა, დაივანა სოფელსა, რომელსა ეწოდების ზადენ-გორა. მიხედნა მოციქულმან და იხილნა კაცნი მის ადგილისანი რამეთუ უზორვიდეს კერპთა ყრუთა, და ილოცა მოციქულმან წმიდისა მის ხატისა მიმართ. და ყოველნი იგი კერპნი დაემხუნეს და შეიმუსრნეს. ხოლო წმიდა მოციქული წარმოემართა და მოიწია აწყვერს, რომელსა პირველად ეწოდებოდა სოსანგეთი, და პირისპირ საქრისი. და დაივანა ადგილსა ერთსა, სადა იგი იყო ტაძარი საკერპო, რომელსა აწ ძველ-ეკკლესია ეწოდების, და მას შინა იმსახურებოდეს კერპნი მათნი. ხოლო მთავრობდა მაშინ დედაკაცი ვინმე ქურივი სამძივარი, რომელსა ერთი ოდენ ძე ესვა და ყოველი სასოება მისი მისსა მიმართ მოძრავობდა, და მას ოდენ ჟამსა მომკუდარ იყო. და იყო ვაება ტირილისა და შფოთი ფრიად მრავალი. და ღამესა მას იხილეს ციხითგან ნათელი დიდი, სადა ესვენა ხატი ყოვლად წმიდისა, განკჳრდეს ფრიად ვინაობასა მათსა. და რა განთენდა, მსწრაფლ წარმოგზავნნეს კაცნი, რათამცა იხილონ თუ ვინ არიან, ანუ რაჲ არს. და ვითარცა იხილეს კაცთა მათ წმიდა მოციქული და ხატი ყოვლად-წმიდისა, მსწრაფლ წარვიდეს და აუწყეს ქურივსა მას დედაკაცსა, ვითარმედ: ,,უცხონი ვინმე კაცნი არიან, და უცხოსა ღმერთსა ქადაგებენ შემოქმედად და დამბადებელად, და სიცოცხლესა კაცთასა მომნიჭებელად, და მკუდართა აღმადგინებელად, და ჰყავს მათ ხატი შუენიერი და მას პატივს-სცემენ.~

ვითარცა ესმა სიტყუა ესე მკუდართა აღდგომისა დედაკაცსა მას, განკჳრდა და მცირედ რამე ნუგეშინის-ეცა გულსა მისსა, წარავლინნა მონანი თჳსნი მოწოდებად მოციქულისა, რომელი ვითარცა მივიდა, ჰრქუა დედაკაცმან, ვითარმედ: ,,ვინ ხართ, ანუ სადა მოხვალთ, ანუ რაჲ არს უცხო ეგე მოძღრება თქუენი, რომელსა იტყჳთ, რამეთუ არა-სადა სმენილ არს ეგევითარი თხრობა." მიუგო წმიდამან მოციქულმან და ჰრქუა: ,,მოვალ წმიდით ქალაქით იერუსალემით, სადა დასდგეს ფერჴნი უფლისანი, გოლგოთას და ბეთლემს, ცათა მობაძავთა, და მონა ვარ და მოციქული უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი, რომელი წამის-ყოფით აღადგენს მკუდართა, და მას ვჰქადაგებ ღმერთად და უფლად და მპყრობელად ყოველთა დაბადებულთა. და რომელსა ჰრწმენეს იგი და ნათელს-იღოს სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა, ყოველი რაოდენი ითხოვოს სარწმუნოებით მიეცემის, და ყოველთა სენთაგან განიკურნების."




ხოლო ვითარცა ესმა ესე დედაკაცსა, დავარდა ქუეყანად და ჰრქუა ცრემლით მოციქულსა: ,,შეიწყალე სიქურივე ესე ჩემი და უბადრუკება; ვინათგან მონა ხარ მკუდართა აღმადგინებელისა, ილოცე ღმერთისა შენისა მიმართ, და მიანიჭე შვილსა ამას ჩემსა სიცოცხლე, და ყოველი რაოდენი მიბრძანო, გისმინო, და არა ურჩ გექმნე, უკეთუ ძე ჩემი აღდგომილი ვიხილო. რამეთუ ესე მხოლო მივის და სხუა არა." ხოლო წმიდამან მოციქულმან მიუგო და ჰრქუა: ,,უკეთუ გრწმენინ იესო ქრისტე, ძე ღმერთისა, ჭეშმარიტი ღმერთი, რომელი იქადაგების ჩუენ მიერ, რაოდენიცა-რა ითხოვო სარწმუნოებით, ყოველივე მოგეცემის მის მიერ. ხოლო დედაკაცსა მას ვითარცა ესმა ესე, აღივსო სიხარულითა, და ცრემლით ჰრქუა მოციქულსა მას: ,,ჵ, მონაო ჭეშმარიტისა ღვთისაო, ჭეშმარიტად მრწამს და აღვიარებ იესო ქრისტესა, რომელსა შენ ქადაგებ, არამედ შეეწიე ურწმუნოებასა ჩემსა."

ხოლო მოციქულმან გამოასხა ყოველი იგი ერი და მგოსნები, და არავინ უტევა მუნ, გარნა ქურივი იგი და მცირენი საკუთარნი მისნი, და მიიქუა ჴელთა ხატი ყოვლად-წმიდისა ღვთისმშობელისა, და დაასვენა ცხედარსა მას ზედა, სადა იდვა ყრმა იგი. და იწყო ლოცვად და ვედრებად ღვთისა მიმართ ჴელ-აღპყრობით. და შემდგომად ლოცვისა უპყრა ჴელი ყრმასა მას და, ვითარცა ძილისაგან, ეგრეთ აღადგინა იგი და მისცა დედასა მისსა. და ვითარცა იხილეს ყოველთა უცხო ესე სასწაული, განკჳრდეს ფრიად და თქმად რასამე უღონო იყვნეს.

ხოლო დედაკაცმან ვითარცა იხილა ძე თჳსი განცოცხლებული, სიხარულით აღსდგა და დავარდა ფერჴთა თანა მოციქულისათა, ცრემლით თაყვანის-სცა და მადლი შესწირა, და ჰრწმენა უფალი იესო ქრისტე, და ნათელს-იღო დედაკაცმან ძითურთ და ყოვლით სახლეულით თჳსით. და მსწრაფლ წარავლინნა მონანი თჳსნი, და წარსცა წიგნები სამცხისა მთავართა მიმართ, და მიუწერა ესრეთ: ,,აჰა, ქურივი გახარებ, ძმანო, სიხარულსა დიდსა ყოველთა ერთა. მო-ვინმევიდა კაცი ერთი უცხოსა ქუეყანისაგან, რომელი უცხოსა ღმერთსა ქადაგებს, და ჰყავს მას ხატი ზეცისა, რომელმან ძე ჩემი მომკუდარი აღადგინა. აწ უკუე მსწრაფლ მოვედით, რათა უმჯობესი წესი და სჯული გამოვარჩიოთ და ვსცნათ, თუ რაჲ ჯერ არს:

და ვითარცა ესმა მესხთა ამბავი ესე საკჳრველი, მსწრაფლ შეკრბეს ყოვლით-კერძო, და იქმნა სიმრავლე ერისა ფრიადი ვიდრემდის აღივსო ველი იგი საქრისისა. და განუკჳრდა ყოველთა, იხილეს რა ძე იგი ქურივისა აღდგომილი მკუდრეთით.

ხოლო იყო ქალაქსა მას შინა ბომონი საკერპო, რომელსა შინა იმსახურებოდეს ბილწნი ღმერთნი მათნი, არტემი და აპოლონ. და ვითარცა იხილეს საქმე ესე მღუდელთა მათ სიცრუვისათა, აღივსნეს შურითა და იწყეს ცილობად და წინააღდგომად მოციქულისა, ეგრეთვე ერი იგი რომელნიმე იტყოდეს: ,,ჯერ არს თაყვანისცემად რომელმან ესევითარი სასწაული აღასრულა," ხოლო რომელნიმე იტყოდეს, ვითარმედ: ,,აპოლონ და არტემი არიან დიდნი ღმერთნი". და იყო ცილობა და შფოთი მათ შორის, ვიდრემდის ესევითარი საქმედა ბჭობა დაამტკიცეს თანამოწამებითა ყოვლისა ერისათა. და ჰრქუა: ,,განაღეთ კარი საკერპოჲსა მაგის ტაძრისა, და შევასვენოთ ჩუენ ხატი ესე შუა კერძო კერპთა თქუენთა და დავბეჭდოთ ზოგად ორთავე კარსა ზედა, და მცველნი დაადგინენით, და ილოცეთ თქუენ ღამესა ამას ღმერთთა მიმართ თქუენთა. ხოლო ჩუენ ვილოცოთ იესო ქრისტეს ჭეშმარიტისა ღვთისა ჩუენისა მიმართ, და ვიხილოთ ჩუენ განთიად: უკეთუ სძლოს ღმერთმან თქუენმან, მისი ჯერ იყოს თაყვანის-ცემა; ხოლო უკეთუ სძლოს ღმერთმან ჩუენმან, მას თაყუანის-ვცეთ ყოველთა".

და დაასკუნეს ესე ესრეთ. შეასვენეს ხატი ყოვლად-წმიდისა ღვთისმშობლისა შუა კერპთა მათთა და დაბეჭდეს კარსა ზედა, და მცველნი დაადგინნეს. და იწყეს ლოცვად მღუდელთა მათ სიცრუვისათა. და წმიდამან ილოცა ქრისტეს მიმართ ჭეშმარიტისა ღვთისა ჩუენისა. და ვითარცა განთენა და განაღეს კარი საკერპოსა, იხილნეს ყოველნი კერპნი მათნი ქუეყანად დათხეულნი და სახედ მტუერისა შემუსვრილნი. ხოლო ხატი ყოვლად-წმიდისა ღვთისმშობლისა ბრწყინვიდა, ვითარცა მზე, დიდებითა და პატივითა.

მაშინ მღუდელნი იგი კერპთანი აღივსნეს სირცხჳილითა, და უმეცრებისა მათისათჳს შენდობასა ითხოვდეს მოციქულისაგან. და ყოველმან ერმან მადლობისა ხმა აღმოუტევეს და თქუეს, ვითარმედ: ,,დიდ არს ღმერთი ქრისტიანეთა, რომელსა მოციქული ანდრია ქადაგებს." და ჰრწმენა ყოველთა უფალი ჩუენი იესო ქრისტე და სიხარულით ნათელს-იღეს ყოველთა სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა. და იქმნა სიხარული დიდი მას დღესა შინა ყოვლისა მის ერისა, და ადიდებდეს ღმერთსა, რომელმან იჴსნა იგინი ხელთაგან ეშმაკისათა.

ხოლო წმიდა მოციქულსა ენება კუალად წარსლვა სხუათაცა ქალაქთა და სოფელთა ქადაგებად სახარება ქრისტესი. ხოლო დედაკაცი იგი და ზოგად ყოველი ერი ევედრებოდეს, რათა არა განეშოროს მათგან, არამედ დღითი-დღე ასწავებდეს წესსა სჯულისასა. და მოციქულიცა ერჩდა მათ და ჟამ რაოდენმე დაადგრა მათ თანა, და ასწავა მათ ყოველი წესი სჯულისა და სარწმუნოებისა. და დაუდგინნა ეპისკოპოსი, მღუდელნი და დიაკონნი, და კუალად განემზადა ქადაგებად სახარებისა.

და კუალადცა ევედრნეს ქურივი იგი დედაკაცი და სრულიად მესხნი, რათა არა განეშოროს მათგან. ხოლო წმიდამან ანდრია მიუგო და ჰრქუა: ,,სხუათაცა ქალაქთა და სოფელთა ჯერ არს ჩემდა ქადაგებად სახარება უფლისა". ხოლო მათ ჰრქუეს: ,,უკეთუ წარხუალ, ხატი ეგე ყოვლად-წმიდისა აქა დაგჳსვენე სასოდ და მცველად ჩუენდა" მიუგო მოციქულმან და ჰრქუა, ვითარმედ: ,,ხატი ესე თჳთ ყოვლად-წმიდისა ღვთისმშობლისა პირსა ზედა დადებით გამოსახულ არს". და მიუთხრა ყოველივე შემდგომითი-შემდგომად, ვითარ-იგი შემდგომად ამაღლებისა უფლისა წილ-იგდეს წმიდათა მოციქულთა ყოველი ქუეყანა მოსაქცეველად, და ვითარ-იგი ყოვლად-წმიდასა ღვთისმშობელსა წილ-ხუდა ქუეყანა ესე სამცხისა, და მის მიერ წარმოგზავნილი არს აქა ხატი იგი სასოდ და მცველად წილ-ხდომილთათჳს და ჯერეთცა ეგრეთ არს, რათა დაესვენოს აქა მკჳდრად უკუნისამდე ჟამთა.

და ვითარცა ესმა ესე მოციქულისაგან ქურივსა მას და მესხთა, უმეტესითა სიხარულითა აღივსნეს, ცნეს რა წილხდომა ყოვლად-წმიდისა ღვთისმშობლისა, მადლი შესწირეს ქრისტესა და უბიწოდ მშობელსა მისსა, და უმეტესი სიყუარული და სურვილი სურვილსა ზედა შესძინეს წმიდისა ამის ხატისა, და ცრემლითა სიხარულით ადიდებდეს მას. და დაასვენეს ყოვლად დიდებული ხატი ყოვლად წმიდისა აწყვერის ღვთისმშობლისა მცირესა მას ეკუდერსა, რომელსა აწ ძველ-ეკლესიად სახელ-სდებენ.

ხოლო წმიდამან მოციქულმან ანდრია მოიკითხნა ყოველნი სიმდაბლით და სიყუარულით, მისცა მშჳდობა და წარემართა სხუათაცა ადგილთა ქადაგებად სახარებისა.

ხოლო ვითარცა ესმა მეფესა ადერკის მეგრელთაგან სჯულისა დატევება, განუწყრა და წარავლინნა ერისთავნი მისნი, და იძულებით კუალადვე მიაქცივნა მეგრელნი. და დამალნეს ხატნი და ჯუარნი, და შერისხნა მეფე ადერკი ერისთავსა კლარჯეთისასა, რომელ მშჳდობით განუტევა ანდრია მოციქული.

ხოლო ვითარცა აღესრულა დღესასწაული მარტჳლისა, წარმოვიდა მუნით დიდებული ანდრია სხუათა მათ თანა მოციქულთა, მოვიდოდეს ქალაქითი-ქალაქად და სოფლითი-სოფლად, ასწავებდეს ერთა და იქმოდეს სასწაულთა, და ესრეთ მიიწივნეს ქუეყანასა ქართლისასა. და მერმე წარვლეს ტაოს კერძი ქუეყანა და ვიდრე მდინარედ ჭოროხადმდე, ყოველი იგი სოფლები მის კერძისა მოვლეს, და დაუცადებელად ქადაგებდეს სახელსა ღვთისასა. და ესრეთ ქადაგებითა მიიწივნეს სვანეთისა ქუეყანასა.

ხოლო მას ქუეყანასა მთავრობდა დღეთა მათ დედაკაცი ვინმე მთავარი, რომელსა ჰრწმენა ქადაგება მოციქულთა.და მატათა სხუათა მათ თანა მოწაფეთა დაშთა მათ კერძოთა. ხოლო დიდი ანდრია სიმონითურთ შევიდა ქუეყანასა ოვსეთისასა, და მიიწია ქალაქად, რომელსა ეწოდებოდა ფოსტაფორი, სადა იგი დიდი სასწაული ქმნეს და მრავალნი ერნი მოაქცივნეს და განანათლნეს, მიერ წარვიდეს და შევიდეს ქუეყანასა აფხაზეთისასა და სევასტე ქალაქად მივიდეს, რომელსა აწ ეწოდება ცხუმი. და უქადაგეს სიტყუა ღვთისა, და მრავალთა შეიწყნარეს.

და მუნ დაუტევა ნეტარმან ანდრია სიმონ კანანელი სხუათა თანა მოწაფეთა და თავადი ჯიქეთისა ქუეყანად აღვიდა. ხოლო კაცნი მის ქუეყანისანი ჯიქნი იყვნეს კაცნი ფიცხელნი გულითა და საქმეთა შინა ბოროტთა განფრდილნი, ურწმუნონი და უძღებნი. რომელთა არა შეიწყნარეს ქადაგება მოციქულისა, არამედ ენება მოკლვა მისი. ხოლო მადლმან ღვთისამან დაიცვა და იხილა რა მიუდრეკელობა მათი და პირუტყუებრივი გონება, დაუტევა და წარვიდა. ამისთჳსცა ვიდრე აქამომდე ურწმუნოებასა შინა არიან. ხოლო სიმონ კანანელისა საფლავი არს ნიკოპს ქალაქსა, შორის აფხაზეთისა და ჯიქეთისა, რამეთუ მუნ აღესრულა წმიდა სჳიმონ კანანელი.

ხოლო კუალად განამტკიცნა წმიდამან ანდრია მეგრელნი და აფხაზნი და წარვიდა სკჳთედ.